ელენე მარგველაშვილი - One Academy-ს ლექტორი
ONE ACADEMY • ლექტორი

ელენე მარგველაშვილი

ინტერიერის დიზაინერი და პროექტების მენეჯერი

ელენე მარგველაშვილი ინტერიერის დიზაინერი ლინგვისტი და პროექტების მენეჯერია, რომელიც სოციალური მეცნიერებების ძლიერ თეორიულ საფუძველს თანამედროვე დიზაინის MBA-ს პრაქტიკულ ხედვასთან აერთიანებს. ბარსელონასა და პარიზში მიღებული საერთაშორისო გამოცდილება საშუალებას აძლევს, სივრცეების დაგეგმვასა და დიზაინის პროცესს სისტემურად, კვლევასა და მომხმარებლის რეალურ საჭიროებებზე დაყრდნობით მიუდგეს. მუშაობს როგორც ფრილანს ინტერიერის დიზაინერი და თანამშრომლობს არაერთ საერთაშორისო კომპანიასთან კულტურის, განათლებისა და კრეატიული ინდუსტრიების მიმართულებით.

ინტერიერის დიზაინის გარდა, ელენე წლების განმავლობაში თანამშრომლობს კულტურისა და განათლების ორგანიზაციებთან როგორც თარჯიმანი და მკვლევარი, რაც სივრცის დიზაინშიც დამატებით სიღრმეს, კონტექსტსა და ნარატიულ ხაზს ქმნის.

პროფესიული გამოცდილება

  • Freelance Interior Designer — საცხოვრებელი და საზოგადოებრივი ინტერიერის პროექტების მართვა სრულ ციკლში: კონცეფციის შექმნა, ზონირება, ავეჯისა და დეტალების დიზაინი, მასალების შერჩევა და განხორციელების პროცესის კოორდინაცია.
  • Project Manager Intern, Talent Areté (ბარსელონა) — შიდა გუნდების (შესყიდვები, წარმოება/სახელოსნო) კოორდინაცია, ვადებისა და ბიუჯეტის დაგეგმვა, სამუშაო პროცესის მონიტორინგი და პარტნიორებთან ყოველდღიური კომუნიკაცია.
  • Junior Business Developer, Ingéniance (პარიზი) — კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობა, მათი ბიზნეს-კონტექსტისა და საჭიროებების ანალიზი და ტექნოლოგიურ პროექტებში მორგებული გადაწყვეტილებების შემუშავება.
  • Group Ginger (პარიზი) — პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგი, ინტერესის გამოხატვის დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობა და საერთაშორისო ტენდერებისთვის კონსორციუმების ფორმირებაში მხარდაჭერა.
  • University of Parma CSAC (პარმა) — არქივისა და მონაცემთა ბაზების განახლება, შიდა პროცესების ოპტიმიზაცია და კვლევითი აქტივობების ორგანიზება.
  • Freelance Translator — ტექსტების თარგმნა კულტურის, განათლებისა და მედიის სფეროში (მათ შორის გამომცემლობა "პალირა L" „სულაკაური“ და საერთაშორისო კულტურული ორგანიზაციები).

განათლება

  • Barcelona School of Architecture — თანამედროვე დიზაინის MBA (MBA in Contemporary Design), დასრულებულია 2023 წელს.
  • University of Paris — სოციალური მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამა (Master 1 in Social Sciences), დასრულებულია 2021 წელს.
  • Sorbonne Nouvelle — იტალიური ენა&ლიტერატურა და საერთაშორისო კვლევები (ბაკალავრი), დასრულებულია 2020 წელს.
  • University of Siena — ხელოვნების ისტორიის ბაკალავრი (Bachelor’s History of Art), 2016–2017.
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი — ხელოვნებისა და მეცნიერების ბაკალავრი (Bachelor’s Arts & Science), 2014–2016.

ენები

  • ქართული — მშობლიური
  • ინგლისური — თავისუფლად
  • ფრანგული — თავისუფლად
  • იტალიური — თავისუფლად
  • რუსული — მოწინავე დონე