One Academy წარმოგიდგენთ გამორჩეული ფილოლოგისა და მწერლის, ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექციას, რომელიც ქართული პოეზიის მეფეს – გალაკტიონ ტაბიძეს ეძღვნება. პოეზია, რომელიც ტკივილით დაიბადა და გენიალურობით უკვდავყოფილი „მე“ – რას გვიმხელენ გალაკტიონის სტრიქონები მის შინაგან სამყაროზე?
ლექციაზე ერთად მიმოვიხილავთ პოეტის შემოქმედებით გზას, მის სულიერ ტანჯვასა და იმ განუმეორებელ რიტმს, რომელმაც ქართული ლიტერატურა სამუდამოდ შეცვალა.
დეტალები: თარიღი: 7 ივნისი დრო: 19:00 საათი
ლოკაცია: ტერმინალი (აბაშიძის 34) & Online (დასწრება შესაძლებელია ნებისმიერი ადგილიდან)
ბილეთის ფასი: დასწრება: 80 ₾
ნიკოლოზ ბარათაშვილი: განწირულის სულის კვეთება
არსებობს სევდა, რომელიც იმდენად დიდია, რომ მასში მთელი ერი ეტევა
14 ივნისს, 19:00 საათზე, One Academy გიწვევთ საღამოზე, სადაც ქართული რომანტიზმის ყველაზე ეულ და ტრაგიკულ ხმას, ნიკოლოზ ბარათაშვილს შევხვდებით.
ეს არის ამბავი სულზე, რომელიც საკუთარ ეპოქაში ვერ დაეტია; პოეტზე, რომელიც უმისამართოდ მიაქროლებდა თავის „მერანს“ და ეძებდა ადგილს, სადაც მარტოობა ასეთი მწარე არ იქნებოდა. ამ ლექციაზე, ჩვენ დავივიწყებთ სახელმძღვანელოებსა და ლიტერატურულ კრიტიკას და ვიმოგზაურებთ ტატოს სამყაროში, სადაც იწყება ნამდვილი, ცოცხალი, ადამიანური ტკივილი.
დეტალები:
ტემინალი, (აბაშიძის 34) ან Online – ნებისმიერი ადგილიდან.