იაპონური ენა დამწყებთათვის

კურსის მიზანი

კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს იაპონური ენის საბაზისო დონე და შექმნას მყარი საფუძველი იაპონურ ენაზე მარტივი კომუნიკაციისთვის. სწავლება მოიცავს იაპონური ენის სტრუქტურის, სამივე დამწერლობის (ჰირაგანა, კატაკანა, კანჯი) საწყის ეტაპზე დაუფლებას, ყოველდღიური ლექსიკისა და ძირითადი გრამატიკული კონსტრუქციების შესწავლას, რათა სტუდენტებმა შეძლონ მარტივი დიალოგების გაგება და გამოყენება.

კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტები შეძლებენ:

  • იაპონურ ენაზე საკუთარი თავის წარდგენას და საბაზისო ინფორმაციის გაცვლას;

  • მარტივი მტკიცებითი, კითხვითი და უარყოფითი წინადადებების გამოყენებას აწმყო, წარსულ და მომავალ დროში;

  • ჰირაგანასა და კატაკანას თავისუფლად კითხვასა და გამოყენებას;

  • საბაზისო კანჯის იეროგლიფების ამოცნობასა და გამოყენებას;

  • მარტივი ტექსტებისა და დიალოგების წაკითხვას და გაგებას;

  • ყოველდღიურ სიტუაციებში (დრო, ფასი, მიმართულება, რიცხვები, თარიღები) იაპონური ენის პრაქტიკულ გამოყენებას.

  • ანა ჩაგუნავა არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის კურსდამთავრებული.
  • სწავლების პერიოდში თავისუფალ უნივერსიტეტში დაეუფლა იაპონურ ენას, კულტურასა და ისტორიას.
  • უნივერსიტეტის ადრეული წლებიდან აქტიურად იყო ჩართული ტურისტულ საქმიანობაში იაპონელ პარტნიორებთან, რამაც შესაძლებლობა მისცა ღრმად გაეცნო იაპონელების ქცევის წესებს, კულტურულ თავისებურებებს, ეტიკეტსა და საზოგადოებრივ ნორმებს.
  • იაპონიაში განხორციელებულმა არაერთმა ვიზიტმა საშუალება მისცა პრაქტიკულად გაცნობოდა საქმიანი ურთიერთობების, ბიზნესის წარმოებისა და თანამშრომლობის იაპონურ მოდელს, ამავდროულად მნიშვნელოვნად გაეუმჯობესებინა ენის ცოდნა.
  • ბოლო 5 წელია აქტიურად არის ჩართული სამასწავლებლო საქმიანობაში და მუშაობს როგორც ჯგუფებთან, ისე ინდივიდუალურ მოსწავლეებთან.
  • სასწავლო პროცესს მუდმივად აყალიბებს მოსწავლეთა საჭიროებების, შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინებით.
  • ეხმარება სტუდენტებს საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდებისთვის ორგანიზებასა და მიზნობრივ მომზადებაში.
  • პარალელურად ამუშავებს სტუდენტებზე მორგებულ სასწავლო მასალებს, რომლებიც მიმართულია როგორც გრამატიკის გააზრებაზე, ასევე ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე.
  • მისი ლექციები არ შემოიფარგლება მხოლოდ სასაუბრო იაპონურის განვითარებით — სწავლების პროცესში მუდმივად განიხილება იაპონური წეს-ჩვეულებები, ტრადიციები, აზროვნების სტილი, ცხოვრებისადმი მიდგომები, მსოფლმხედველობა, აგრეთვე იაპონიის ისტორია, კულტურა, ხელოვნება და ლიტერატურა.
  • ასაკი: 12 წლიდან
  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ Pre-Intermediate დონეზე

250 ₾

(თვეში)

ორშაბათი – ხუთშაბათი 18:30 – 20:00
ოთხშაბათი – პარასკევი 18:30 – 20:00

გჭირდება რჩევა?
ჩვენი ოპერატორი კავშირზეა