როცა ქალი წერს სამყაროს - ჯეინ ოსტინი, ვირჯინია ვულფი, მარგარეტ ეტვუდი

29 მარტს, 19:00 საათზე, გიწვევთ ლევან ბერძენიშვილის მორიგ ლექციაზე, სადაც ვისაუბრებთ სამი უმნიშვნელოვანესი ქალი მწერლის შემოქმედებაზე, რომლებმაც ლიტერატურის ისტორიაში უდიდესი მემკვიდრეობა შექმნეს. ესენი არიან: ჯეინ ოსტინი, ვირჯინია ვულფი და მარგარეტ ეტვუდი.

ლექცია ჩატარდება ჰიბრიდულად, რაც ნიშნავს, რომ მსმენელებს შეუძლიათ დაესწრონ შეხვედრას ფიზიკურ სივრცეში, ან ჩაერთონ ონლაინ.  

ჩატარების ადგილი: ალ. ყაზბეგის ქუჩა #12ა

დასწრების ღირებულება: 80 ლარი

შენიშვნა: ფიზიკურ სივრცეში დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია – 30 ადგილი