გადარჩი, რომ მოყვე

კურსის მიზანი

კურსი მსმენელებს გააცნობს ჟურნალისტური მუშაობის ძირითად პრინციპებსა და ახალი ამბების გაშუქების პრაქტიკულ მეთოდებს. მონაწილეები შეისწავლიან მიმდინარე მოვლენების გაშუქებას, ფორსმაჟორულ სიტუაციებში მუშაობას, არასრული და ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის გადამოწმებას/გაფილტვრას, პირდაპირ ჩართვას, ნიუსის მომზადებასა და ინტერვიუს წარმართვას.

კურსზე მსმენელი მიიღებს თეორიულ ცოდნას, პრაქტიკულ სავარჯიშოებთან ერთად. კურსის დასკვნით ეტაპზე მონაწილეები კონკრეტულ ქეისზე დაყრდნობით, ინფორმაციისა და ინტერვიუების საფუძველზე, დამოუკიდებლად მოამზადებენ დასრულებულ ჟურნალისტურ პროდუქტს.

კურსი განკუთვნილია ჟურნალისტიკის სტუდენტებისთვის, დამწყები ჟურნალისტებისა და ახალი ამბების გაშუქებით დაინტერესებული პირებისთვის.

კურსის ფორმატი მოიცავს, თემების განხილვას, რეალური შემთხვევების ანალიზს, იმიტირებულ პირდაპირ ჩართვებსა და ინტერვიუებს, პრაქტიკულ დავალებებსა და ინდივიდუალურ უკუკავშირს.

კურსის შედეგები

კურსის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:

  • გაეცნობა ჟურნალისტური მუშაობის ძირითად პრინციპებსა და ახალი ამბების გაშუქების მეთოდებს;
  • შეძლებს ინფორმაციის მოძიებას,  წყაროების სანდოობის შეფასებასა და ფაქტების გადამოწმებას;
  • შეისწავლის კრიზისულ და არასტანდარტულ სიტუაციებში მუშაობის სპეციფიკას;
  • განავითარებს რეპორტინგის, პირდაპირი ჩართვისა და ინტერვიუს წარმართვის უნარებს;
  • შეძლებს ნიუსისა და ჟურნალისტური სიუჟეტის მომზადებას პროფესიული სტანდარტების დაცვით;
  • გაეცნობა ვიზუალური მასალის შერჩევის, ჟურნალისტური ეთიკისა და პირადი მონაცემების დაცვის პრინციპებს.
  •  

590 ₾

(განვადებით თვეში 30 ლარიდან)

გჭირდება დახმარება?