გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ინტერესიც ჩართეს მსგავსად ახალგაზრდებისთვის (და არამხოლოდ) ციფრულ სამყაროსთან დაკავშირება და საუკეთესო შესაძლებლობების მიცემაა, ვაერთიანებთ ძალებს და ვიწყებთ კოლაბორაციას, რაც საფუძველს დაუდებს უამრავ სასარგებლო პროექტსა და ინიციატავას.
ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს ყველას და ყველგან, რის მიღწევაშიც ჩვენც გვინდა, რომ წვლილი შევიტანოთ, ეს პარტნიორობა კი ამ მხრივ მრავალ შესაძლებლობას ხსნის.
პარტნიორობის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, ოკუპირებული გალისა და გორის კონფლიქტისპირა სოფლებში, სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს ჩართე გადასცემს ლეპტოპებს, ხოლო One Academy მათ სასურველ კურსებსა და მასტერკლასებზე წვდომას უფასოდ შესთავაზებს.
რაც მთავარია, ეს თანამშრომლობის მხოლოდ პირველი ეტაპია. გვინდა, რომ ამ აქტივობამ პერმანენტული ხასიათი შეიძინოს და რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას მივცეთ განათლებასთან და თანამედროვე პროფესიებთან წვდომის შესაძლებლობა.