ფოტოგრაფიის კურსის მიზანია დამწყებ მონაწილეებს მისცეს ფოტოგრაფიის საფუძვლიანი ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რათა შეძლონ სხვადასხვა ჟანრში (ქუჩის, სტუდიური, საკვები და ტურისტული ფოტოგრაფია) დამოუკიდებლად ხარისხიანი ვიზუალური მასალის შექმნა.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილე შეძლებს:
ლელი ბლაგონრავოვა ქართველი ფოტოგრაფი, ლექტორი და პოდკასტის ავტორი, ფოტოგრაფიაში თითქმის 30-წლიანი გამოცდილებით.
მისი პროფესიული კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავშირდება საქართველოს უახლესი ისტორიის დოკუმენტირებას. 2008 წელს მან გადაიღო რუსეთ–საქართველოს ომი გორში. პროფესიული საქმიანობისთვის დაჯილდოებულია საქართველოს ღირსების ორდენით. რეგიონში, ომის თემაზე მრავალწლიანი მუშაობის გამო მას ხშირად მოიხსენიებენ როგორც ომის ფოტოგრაფს.
ლელი იყო საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პირადი ფოტოგრაფი. პრეზიდენტებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების გამო მას ასევე უწოდებენ „პრეზიდენტების ფოტოგრაფს“.
მისი საქმიანობა მოიცავს დოკუმენტურ და პერსონალურ ფოტოპროექტებს, პორტრეტსა და ვიზუალურ თხრობას. ფოტოგრაფიულ პრაქტიკასთან ერთად, ლელი ასწავლის ფოტოგრაფიას, ატარებს კურსებსა და ვორქშოფებს და უძღვება პოდკასტს „ადამიანები ლელის ფოკუსში“, რომელიც ფოტოგრაფიას, ვიზუალურ კულტურასა და თანამედროვე ფოტოგრაფიის მნიშვნელოვან საკითხებს ეძღვნება.
მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო საქართველოში და საერთაშორისო სივრცეებში, მათ შორის პარიზში. თანამშრომლობს ქართულ და საერთაშორისო მედიასა და კულტურულ ორგანიზაციებთან. მისი ინტერესების სფეროა დოკუმენტური ფოტოგრაფია, ფოტოწიგნები და არქივები, ვიზუალური კულტურა და ფოტოგრაფიის ისტორია.

990 ₾
(განვადებით თვეში 30 ლარიდან)
გჭირდება დახმარება?