კურსი მსმენელებს გააცნობს ჟურნალისტური მუშაობის ძირითად პრინციპებსა და ახალი ამბების გაშუქების პრაქტიკულ მეთოდებს. მონაწილეები შეისწავლიან მიმდინარე მოვლენების გაშუქებას, ფორსმაჟორულ სიტუაციებში მუშაობას, არასრული და ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის გადამოწმებას/გაფილტვრას, პირდაპირ ჩართვას, ნიუსის მომზადებასა და ინტერვიუს წარმართვას.
კურსზე მსმენელი მიიღებს თეორიულ ცოდნას, პრაქტიკულ სავარჯიშოებთან ერთად. კურსის დასკვნით ეტაპზე მონაწილეები კონკრეტულ ქეისზე დაყრდნობით, ინფორმაციისა და ინტერვიუების საფუძველზე, დამოუკიდებლად მოამზადებენ დასრულებულ ჟურნალისტურ პროდუქტს.
კურსი განკუთვნილია ჟურნალისტიკის სტუდენტებისთვის, დამწყები ჟურნალისტებისა და ახალი ამბების გაშუქებით დაინტერესებული პირებისთვის.
კურსის ფორმატი მოიცავს, თემების განხილვას, რეალური შემთხვევების ანალიზს, იმიტირებულ პირდაპირ ჩართვებსა და ინტერვიუებს, პრაქტიკულ დავალებებსა და ინდივიდუალურ უკუკავშირს.
კურსის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
დეა მამისეიშვილი – ჟურნალისტი, ტელეწამყვანი და ახალი ამბების რეპორტიორი, 13-წლიანი პროფესიული გამოცდილებით.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები.
სხვადასხვა წლებში მუშაობდა ქართულ ტელემედიაში ჟურნალისტისა და წამყვანის პოზიციებზე. „მთავარ არხზე“ იყო ახალი ამბების რეპორტიორი და საავტორო პოლიტიკური თოქ შოუ „ღამის მთავარის“ წამყვანი, ხოლო „მაესტროზე“ მიყავდა საინფორმაციო გამოშვებები. ასევე მუშაობდა „ტვ პირველში“, „პალიტრა ტვ“-სა და „ტვ 3“-ში.
მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს საზოგადოებრივ-პოლიტიკური,სოციალური და სამართლებრივი თემების გაშუქებას, მასშტაბური საპროტესტო დემონსტრაციების ტრანსლირებასა და მოვლენების ეპიცენტრიდან პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას, პირისპირ დებატებისა და ინტერვიუების წაყვანას, რესპონდენტებთან მუშაობასა და მნიშვნელოვანი მოვლენების ოპერატიულ გაშუქებას.

590 ₾
(განვადებით თვეში 30 ლარიდან)
გჭირდება დახმარება?