გამარჯვების სტრატეგიები - გაცვლითი პროგრამების მასტერკლასი

თუ ფიქრობ გაცვლითი პროგრამებით სარგებლობაზე, მაგრამ არ იცი, საიდან დაიწყო და როგორ მიხვიდე მოგების ეტაპამდე, ეს მასტერკლასი შენთვისააშეხვედრაზე დეტალურად განვიხილავთ:
  • სად და როგორ მოძებნო გაცვლითი პროგრამები შენი ინტერესების მიხედვით
  • როგორ გახდე კონკურენტული კანდიდატი
  • რა ეტაპები უნდა გაიარო პროგრამის მოსაგებად
  • რომელი გაცვლითი პროგრამებია აქტუალური საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე — ვის ეკუთვნის, რა მოთხოვნები აქვთ, რა ვადებია
  • ხრიკები და პრაქტიკული რჩევები წარმატებული აპლიკაციის შესავსებად
შეხვედრის ბოლოს 15–20 წუთი დაეთმობა კითხვებს — კონკრეტულ, პირად და რეალურ სიტუაციებზე.

მასტერკლასი ჩატარდება 23 თებერვალს, 20:00 საათზე, როგორც ფიზიკურად, ასევე ონლაინ, გუგლ მითში. 
 
ჩატარების ადგილი: ალ. ყაზბეგის #12ა
  • მასტერკლასს ჩაატარებს ნატალია ჭამიაშვილი, რომელმაც Global UGRAD-ის სტიპენდიით ისწავლა აშშ-ში, ენდიკოტის კოლეჯში
  • ერასმუს პლიუსის ფარგლებში ისწავლა გერმანიაში, ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში
  • ასევე, ერასმუს მუნდუსის ფარგლებში სწავლობდა დიდ ბრიტანეთში, იორკის უნივერსიტეტში და ავსტრიაში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში
  • არის კომპანია “ასისტენტის” დამფუძნებელი. კომპანია გაცვლითი პროგრამების მსურველ სტუდენტებს უწევს ინდივიდუალურ კონსულტაციას განათლების დაგეგმვის მიმართულებით.