ჰელოუინის კონკურსი ერთ აკადემიაში

ჰელოუინის თემატიკასთან დაკავშირებით ერთ აკადემიაში კონკურსი დაიწყო! 


 

თუ ხარ კრეატიული, გიყვარს წერა და საინტერესო სიუჟეტების მოფიქრება შენი ჰობია –  ეს კონკურსი შენთვისაა.. 

დაწერე საშინელებათა ჟანრის ჩანახატი და გამოგვიგზავნე, დაელოდე ორეტაპიან კონკურსს და მიიღე შანსი ისწავლო უფასოდ შენთვის სასურველ ნებისმიერ კურსზე. 

 

კონკურსის დეტალური პირობები:

  • დაწერე მინიმუმ 500 და მაქსიმუმ 1 500 სიტყვიანი ჩანახატი თემაზე „სხვა კარი”; 
  • გამოგვიგზავნე ვორდის ფაილით მეილზე: info@oneacademy.ge დამატებით ინფორმაციასთან ერთად: სახელი, გვარი, ასაკი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ID ბარათის ფოტო. მეილის სათაურში ჩაწერე: ჰელოუინის კონკურსი;
  • ჩანახატების მიღების ბოლო ვადაა 20 ოქტომბერი, რის შემდეგაც ჟიური გადაარჩევს რჩეულ ნამუშევრებს. საუკეთესო ჩანახატები ვებ გვერდზე oneacademy.ge აიტვირთება. გამარჯვებული ვებ გვერდზე ხმის მიცემის პრინციპით გამოვლინდება 31 ოქტომბერს;
  • გამარჯვებულს შესაძლებლობა ექნება სრულიად უფასოდ გაიაროს მისთვის სასურველი ნებისმიერი კურსი ჩვენს აკადემიაში, მისთვის სასურველ დროს.  გაეცანი კურსებს: https://oneacademy.ge/kursebi/ 

 

ჩანახატის შეფასების კრიტერიუმები: 

  1. კრეატივი, ორიგინალური სიუჟეტური ხაზი, ამბის თხრობის ტექნიკა, პერსონაჟების მრავალფეროვნება, გამართული ლიტერატურული ენა;
  2. ჟანრი: საშინელებათა;
  3. კონკურსანტების მიერ გამოგზავნილი ტექსტები გაივლის შემოწმებას პლაგიატსა და ხელოვნურ ინტელექტზე.
  4. ასაკობრივი შეზღუდვა: 16 წლის ზემოთ.

 

წარმატებებს გისურვებთ!