იქ, სადაც ბავშვები უყვართ - ასტრიდ ლინდგრენის სამყარო

🫣 თუ ხარ კიკინებიანი, გრძელწინდა ბავშვი/ან ზრდასრული, გაქვს ჭორფლი, ხისტი ხასიათი და წვიმის მიუხედავად, ყვავილებს მაინც ამაყად რწყავ, აუცილებლად შემოგვიერთდი უფასო ლექციაზე 29 აგვისტოს, 19:00 საათზე. ლექციაზე ვისაუბრებთ ასტრიდ ლინდგრენისა და მისი შემოქმედების შესახებ.

📣 მომხსენებელი: ლიკა ჩაფიძე – ასტრიდ ლინდგრენის „ჩვენც სალტკროკელები ვართ“-ის, ასევე „შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ“ და „ომის დღიურების“ მთარგმნელი.