თუ ზუსტად იცი, რომ შენი მობილურით შესაძლებელია გადაიღო ისეთი შთამბეჭდავი ფოტოები, როგორც პროფესიონალმა, მაგრამ რაღაც “გაურკვეველი მიზეზების გამო” ვერ ახერხებ, მაშინ დაგვესწარი მობილური ფოტოგრაფიის მასტერკლასზე და აღმოაჩინე, თუ რამდენ შესაძლებლობას გაძლევს შენი მობილურის კამერა!
ამ მასტერკლასზე გაიგებ:
- როგორ გამოიყენო განათება, ფერები და კადრი ისე, რომ ფოტო ბუნებრივად და ეფექტურად გამოიყურებოდეს
- როგორ შექმნა ამბავი ერთი ფოტოთი
- რომელი აპები და ტექნიკებია საუკეთესო
- პოსტპროცესინგისთვის და სხვა;
თარიღი: 10 ნოემბერი, 20:00
ტრენერი: ტბელ აბუსერიძე – ქართველი მულტიმედია არტისტი და ფოტოგრაფი, რომლის ნამუშევრებიც დოკუმენტურ და ექსპერიმენტულ სტილებს აერთიანებს.
ფორმატი: ონლაინ
ფასი: 50 ლარი
ეს მასტერკლასი დაგეხმარება შენი ხედვა გახადო უფრო ზუსტი, ინტუიციური და თვითმყოფადი მხოლოდ ერთი მობილურის კამერის საშუალებით.