ლიტერატურული კურსი ,,პეპიდან რონიამდე" - ბავშვებისა და მოზარდებისთვის

კურსის მიზანი

,,პეპიდან რონიამდე“ კურსი შექმნილია იმისთვის, რომ მოსწავლეებს წიგნიერების დონე გაუუმჯობესდეთ და მათში კითხვისადმი სიყვარული გააღვივოს.

პროგრამა ეხმარება ბავშვებს წაკითხულის გააზრებაში, წერის უნარის განვითარებასა და საკუთარი აზრის არგუმენტირებულად დაფიქსირებაში. ისინი სწავლობენ, როგორ გაუზიარონ აუდიტორიას საკუთარი მოსაზრებები და როგორ მოუსმინონ სხვებს.

კურსის მსვლელობისას მოსწავლეები გაიცნობენ თანამედროვე ქართველ საბავშვო ავტორებს, რომლებიც უამბობენ ასტრიდ ლინდგრენის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. ისინი გაეცნობიან ასტრიდ ლინდგრენის პერსონაჟებს, წიგნების შექმნის ისტორიებსა და მწერლის შემოქმედებით გზას. განსაკუთრებული გამოცდილება იქნება ლინდგრენის წიგნების მთარგმნელებთან შეხვედრა, რომლებიც გაუზიარებენ თავიანთ დამოკიდებულებას ავტორისადმი, თარგმნის პროცესში გადატანილ სირთულეებსა და სახალისო შემთხვევებს.

ასევე, მოსწავლეები აღმოაჩენენ, რომ ლინდგრენის გმირები მათი თანატოლები არიან, მსგავსი ფიქრებითა და გამოწვევებით. ეს პერსონაჟები მეგობრობის, თანადგომის, ჰუმანურობისა და ერთმანეთის დაფასების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. კითხვის პროცესში ბავშვები სწავლობენ, როგორ გაუმკლავდნენ მარცხს, როგორ მოერგონ რთულ სიტუაციებს, როგორ გახდნენ უფრო დამოუკიდებლები და იზრუნონ საკუთარ თავზე.

კურსი ხელს უწყობს პერსონაჟების სიღრმისეულ გააზრებას: მოსწავლეები სწავლობენ მათი გარეგნული თუ შინაგანი თვისებების აღწერას, მთავარ და მეორეხარისხოვან გმირებს შორის განსხვავების პოვნას და მთავარი აზრის გამოტანას.

საბოლოო მიზანია, კითხვა მათთვის გადაიქცეს არა სავალდებულო ამოცანად, არამედ ყოველდღიურ, სასიამოვნო რუტინად, რომელიც სამყაროს მრავალფეროვნებას აზიარებთ. როგორც დანიელ პენაკი აღნიშნავს, კითხვა ბრძანებით კილოს ვერ იტანს — სწორედ ამიტომ ვცდილობთ, ბავშვებს ის ბუნებრივად, ძალდაუტანებლად შევაყვაროთ.

კურსი დაყოფილია სამ ასაკობრივ ჯგუფად. თითოეული ჯგუფისთვის სწავლების ხანგრძლივობაა 7 თვე.

  • მოსწავლეს აქვს ინფორმაცია მწერალზე, იცის მისი ბიოგრაფიის მნიშვნელოვანი მონაკვეთები, ამგვარად უახლოვდება მწერალს; ამავე დროს, ეს ბიოგრაფიული დეტალები ეხმარება იმის გარკვევაში, საიდან იღებს სათავეს ასტრიდ ლინდგრენის ასეთი მრავალფეროვანი პერსონაჟები, მათი ხასიათი, სახელები, წიგნების სიუჟეტები; როდის და რატომ დაიწერა მისი პირველი წიგნი;
  • შეუძლია დააკავშიროს მწერლის განვლილი გზა მის შემოქმედებასთან, იპოვოს მსგავსებები და შეძლოს პარალელების გავლება;
  • შეუძლია დაწეროს ან გვიამბოს წიგნზე შესაბამისი კომპონენტების დაცვით, გადმოსცეს საკუთარი აზრი და არგუმენტირებული მსჯელობით დაასაბუთოს;
  • შეუძლია წიგნიდან გამოარჩიოს მნიშვნელოვანი ფრაზები და სიტყვები; შეუძლია ლექსიკონზე მუშაობა; შეუძლია გაიმრავალფეროვნოს ლექსიკა და წიგნში აღმოჩენილი ახალი სიტყვები  წერისა და მეტყველებისას გამოიყენოს;
  • აქვს წარმოდგენა კითხვის სტატეგიებზე. მაგალითად, იცის მარკირებული კითხვის მეთოდი, რა დროსაც იაზრებს პერსონაჟის თვისებებსა და გარეგნულ ნიშნებს; შეუძლია გამოყოს მთავარი თემები;
  • გაუმჯობესებული აქვს წერის უნარი (დამატებითი მოტივაციისთვის, მოსწავლეების ნაწერები პერიოდულად გამოქვეყნდება ბლოგის სახით);
  • გაიაზრებს, რომ წიგნის კითხვა მოგზაურობას ჰგავს, რომელიც სავსეა თავგადასავლებით და ცხოვრებას ამრავალფეროვნებს. 
  • მელანო კობახიძე უფროსი, სერტიფიცირებული მასწავლებელია;
  • ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში (VII-XII);
  • წარმატებით დაასრულა მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში;
  • აქვს მოსწავლეებთან მუშაობის 7-წლიანი გამოცდილება; 
  • 2 წელია ხელმძღვანელობს წიგნიერების კლუბ „კომორებს“, ამასთანავე ასწავლის ემიგრაციაში მყოფ ბავშვებს ქართულ ენასა და ლიტერატურას; 
  • ამჟამად მუშაობს გამომცემლობებში: „ინტელექტი“ და „არტანუჯი“; არის რედაქტორი, მათ შორის, საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის, პროექტების კოორდინატორი და საგამომცემლო პროექტების ავტორი/თანაავტორი; არის ერთი წიგნის თანაავტორი და შემდგენელი;
  • მისი წერილები, რეცენზიები და ინტერვიუები გამოქვეყნებულია ისეთ გამოცემებში, როგორებიცაა: ჟურნალი „ქართული მწერლობა“, ჟურნალი „ინდიგო“, გაზეთი „ახალი განათლება“, ლიტერატურული პრემია „საბას“ კულტურის განყოფილება, საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალი „არილი“;
  • მელანო თანამშრომლობს საგანმანათლებლო გაზეთთან „ახალი განათლება“. წერს საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურაზე რუბრიკაში „ახალი განათლების მკითხველთა კლუბი“; უძღვება რუბრიკას „მწერლები ბავშვებისთვის“, რომლის ფარგლებშიც თანამედროვე ქართველი ავტორები ბავშვებს საკითხავ ლიტერატურას ურჩევენ;
  • მელანოს ჩაწერილი აქვს ინტერვიუები მასწავლებლებთან, ფსიქოლოგებთან, მთარგმნელებთან და მწერლებთან, მათ შორის, ბესიკ ხარანაულთან, დათო გორგილაძესთან, სალომე ბენიძესთან, ნინო მარგველაშვილთან, ანა ღვინიანიძესთან;
  • მოსწავლეებისთვის შექმნილი აქვს ონლაინსივრცე „შაბათობით საკითხავი წიგნები“, სადაც პერიოდულად აქვეყნებს მოსწავლეთა წერილებს.
  • ძალიან, ძალიან უნდა გიყვარდეთ ლიტერატურა ან გქონდეთ დიდი სურვილი, რომ ლიტერატურა თქვენი ცხოვრების მეგზურად აქციოთ. 

ძალიან, ძალიან უნდა გიყვარდეთ ლიტერატურა ან გქონდეთ დიდი სურვილი, რომ ლიტერატურა თქვენი ცხოვრების მეგზურად აქციოთ. 

100 ₾

(თვეში)

გჭირდება რჩევა?
ჩვენი ოპერატორი კავშირზეა