Python Development

კურსის მიზანი

კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს Python პროგრამირების საფუძვლები ინტერაქციული და პრაქტიკული გაკვეთილებით. სტუდენტები ისწავლიან პროგრამირების საბაზისო კონცეპტებს, სხვადასხვა ტიპის მონაცემებთან მუშაობას და ასევე საშუალება ექნებათ გაეცნონ პროგრამირების გავრცელებულ პარადიგმებს, როგორიცაა ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება და ფუნქციონალური პროგრამირება. სტუდენტები შეძლებენ შეძენილი ცოდნის გამოყენებას რეალურ აპლიკაციებში და ექნებათ საკმარისი ცოდნა იმისთვის რომ განაგრძონ სწავლა ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ვებ დეველოპმენტი, მონაცემთა მეცნიერება და ავტომატიზაცია.

საბაზისო ცონის მიღებასთან ერთად, სტუდენტები ისწავლიან თუ როგორ იფიქრონ როგორც პროგრამისტებმა  — კურსში ყურადღება ექცევა პრობლემების გადაჭრის ზოგად პრინციპებს, რაც ყველა პროგრამირების ენას საერთო აქვს. ეს მიზანი მიიღწევა პითონის მონაცემთა სტრუქტურების საფუძვლიანი შესწავლით, მოდულარული დიზაინისა და სხვა პროგრამირების პრინციპების შესახებ პრაქტიკული მაგალითების განხილვით. მიღებული ცოდნის გამოყენება მყისიერად ხდება სავარჯიშოებსა და პროექტებში, რაც სტუდენტებს დაეხმარება უკეთ დასწავლაში და გაზრდის მათ თავდაჯერებას. კურსის განმავლობაში სტუდენტები ისწავლიან თანამედროვე დეველოპმენტის ხელსაწყოების გამოყენებას და აუცილებელ უნარებს, როგორიცაა Git ვერსიის კონტროლი, რითაც ისინი შეძლებენ უფრო დიდ პროექტებზე მუშაობას და განაგრძნობენ ზრდას პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის მუდმივად ცვალებად სფეროში.

კურსის შედეგები
  • პითონში ავტომატიზაციის სკრიპტების დაწერა და REPL-ის ეფექტურად გამოყენება;
  • ცვლადების, ოპერატორების, პირობითი ბრძანებების, ციკლების და ფუნქციების გამოყენება;
  • ძირითად მონაცემთა სტრუქტურებთან მუშაობა (strings, lists, dictionaries, sets);
  • კოდის ორგანიზაცია და დიზაინის პრინციპები, კლასებთან მუშაობა, OOP პრინციპების გამოყენება;
  • შეცდომებთან გამკლავება, Debugging და Profiling, კოდის რეფაქტორინგი, IDE-ში მუშაობა;
  • პროექტების მართვა Git/GitHub-ით და კოლაბორაცია;
  • API-ებთან მუშაობა და მათი გამოყენება რეალურ პროექტებში;
  • მონაცემთა მეცნიერების საბაზისო ბიბლიოთეკების გამოყენება;
  • ფინალური პროექტი შექმნა, რომელიც აერთიანებს მათ მიერ შეძენილ ყველა უნარს.

1350 ₾

(განვადებით თვეში 30 ლარიდან)

გჭირდება დახმარება?