29 მარტს, 19:00 საათზე, გიწვევთ ლევან ბერძენიშვილის მორიგ ლექციაზე, სადაც ვისაუბრებთ სამი უმნიშვნელოვანესი ქალი მწერლის შემოქმედებაზე, რომლებმაც ლიტერატურის ისტორიაში უდიდესი მემკვიდრეობა შექმნეს. ესენი არიან: ჯეინ ოსტინი, ვირჯინია ვულფი და მარგარეტ ეტვუდი.
ლექცია ჩატარდება ჰიბრიდულად, რაც ნიშნავს, რომ მსმენელებს შეუძლიათ დაესწრონ შეხვედრას ფიზიკურ სივრცეში, ან ჩაერთონ ონლაინ.
ჩატარების ადგილი: ალ. ყაზბეგის ქუჩა #12ა
დასწრების ღირებულება: 80 ლარი
შენიშვნა: ფიზიკურ სივრცეში დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია – 30 ადგილი