როგორ ვიზრუნოთ საკუთარ თავზე და დავიბრუნოთ უსაფრთხოების განცდა

სტრესი ხშირად აღიქმება როგორც მტერი, მაგრამ რეალურად, ის ჩვენი სხეულისა და ტვინის მცდელობაა, დაგვიცვას.

როცა ვსწავლობთ სტრესის “მოსმენას” და გაცნობიერებულად ვპასუხობთ მის სიგნალებს, ის აღარ გვფლობს, არამედ გვემსახურება.

სწორედ ამ გზის დასაწყებად გიწვევთ 22 ნოემბერს შეხვედრაზე, სადაც შევეხებით მეცნიერებას უსაფრთხოების შესახებ და განვიხილავთ პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რომლებიც დაგვეხმარება დავიბრუნოთ შინაგანი უსაფრთხოებისა და კონტროლის განცდა, გავთავისუფლდეთ ლიმბური სისტემის ტყვეობიდან – იმ მდგომარეობიდან, როდესაც ნერვული სისტემა გვამყოფებს შიშზე დაფუძნებულ მორევში, სადაც ფიქრები, ემოციები და ქცევები ერთმანეთს აძლიერებს და მუდმივ თავდაცვის რეჟიმში გვტოვებს.

მასტერკლასს ჩაატარებს ფსიქოლოგი და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტი ელენე ქორიძე — ციფრული ფსიქოსაგანმანათლებლო სივრცე „აისის“ თანადამფუძნებელი და მენეჯერი, რომელიც წლებია მუშაობს სტრესის, ემოციური რეგულაციისა და შინაგანი უსაფრთხოების თემებზე.

შეხვედრის ადგილი: ტერმინალი, ირაკლი აბაშიძის 34

თარიღი: 22 ნოემბერი; 11:00 საათი

ფასი: 100 ლარი