სამეფო კარის თამაშები: 7 სამეფოს უკანასკნელი ზაფხული
31 მაისს, 19:00 საათზე, გიწვევთ ლევან ბერძენიშვილის ლექციაზე, სადაც ვისაუბრებთ, თუ როგორ გარდაიქმნება პოლიტიკური ინტრიგა მეტაფიზიკურ ბრძოლად და რატომ არის „სამეფო კარის თამაშები“ სინამდვილეში ჩვენს წარსულზე, აწმყოსა და იმ ზამთარზე, რომელიც ადრე თუ გვიან ყველას კართან მოვა.
ჯორჯ მარტინის სამყარო ანტიკური ტრაგედიის თანამედროვე ექოა, სადაც ბედისწერა ისეთივე დაუნდობელია, როგორც ძველი ბერძნების „ანანკე“. ამ სამყაროში, ძალაუფლება არ არის ჯილდო, ის წყევლაა, რომელიც ყველაზე ღირსეულებსაც კი მსხვერპლად ითხოვს. ამ ლექციაზე ველით ყველას, ვინც ამბებს მიღმა სიმართლეს ეძებს.
როდის: 31 მაისი | 19:00 საათი სად: ტერმინალი, აბაშიძის 34 (ან ონლაინ – Google Meet) დასწრების საფასური: 80 ლარი აკადემიური შეთავაზება: მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის მოქმედებს 25%–იანი ფასდაკლება.
აკადემიური შეთავაზების გამოსაყენებლად, მოგვწერე სოციალურ ქსელებში.