სმარტფონის გამოყენების პრაქტიკული კურსი უფროსებისთვის

კურსის მიზანი

კურსის მიზანია მონაწილეებს ასწავლოს, როგორ გამოიყენონ სმარტფონი და ძირითადი ციფრული ინსტრუმენტები ყოველდღიურ ცხოვრებაში — კომუნიკაციისთვის, ფოტოების გადაღებისა და გაზიარებისთვის, სოციალური ქსელების, რუკებისა და გადახდის სერვისების უსაფრთხოდ გამოყენებისთვის.
კურსის განმავლობაში მონაწილეები პრაქტიკულად ისწავლიან Gmail-ის, WhatsApp-ის, Facebook-ის, Instagram-ის, YouTube-ის, Google Maps-ის და სხვა პოპულარული აპლიკაციების გამოყენებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინტერნეტ უსაფრთხოებასა და ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებას ყოველდღიურ ამოცანებში.

კურსდამთავრებული შეძლებს:

  • დამოუკიდებლად გამოიყენოს სმარტფონი ყოველდღიურ საქმიანობაში — კომუნიკაციისთვის, ფოტოების გადაღებისთვის და ინფორმაციის მოსაძებნად.
  • უსაფრთხოდ დაუკავშირდეს ინტერნეტს და გადმოწეროს საჭირო აპლიკაციები.
  • შექმნას და მართოს საკუთარი Gmail ანგარიში ელფოსტის საშუალებით კომუნიკაციისთვის.
  • მართოს კონტაქტები, განახორციელოს ზარები და გამოიყენოს WhatsApp,Viber პირად და ჯგუფურ ჩატებში.
  • გადაიღოს, დაარედაქტიროს და გააზიაროს ფოტო და ვიდეო სხვადასხვა პლატფორმაზე.
  • ეფექტურად გამოიყენოს სოციალური ქსელები — Facebook, Instagram და YouTube
  • მოძებნოს და გააზიაროს ადგილმდებარეობა Google Maps-ის მეშვეობით.
  • გამოიყენოს ტრანსპორტისა და მიწოდების სერვისები (Bolt, Yandex, Wolt, Glovo) სწორად და უსაფრთხოდ.
  • განახორციელოს საბაზისო ონლაინ ბანკინგ ოპერაციები და დაიცვას საკუთარი ფინანსური მონაცემები.
  • ამოიცნოს ინტერნეტ თაღლითობა და დაიცვას პირადი ინფორმაცია.
  • გამოიყენოს თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები ყოველდღიური ამოცანების გასამარტივებლად.
  • იგრძნოს თავი თავდაჯერებულად თანამედროვე ციფრულ სამყაროში.

ლიზი დადიანი არის პროგრამისტი, მონაცემთა ანალიტიკოსი და ტექნოლოგიების ლექტორი, რომელსაც აქვს გამოცდილება როგორც საგანმანათლებლო, ისე სამეცნიერო და ინდუსტრიულ სფეროებში.

ლიზის პედაგოგიური გამოცდილება მოიცავს რამდენიმე წამყვან ორგანიზაციას:

  • საქართველოს უნივერსიტეტი – Python ლექტორი;
  • Academica – მოწვეული ლექტორი, სადაც შეიმუშავა და ჩაწერა ონლაინ კურსი „Java for Beginners“;
  • თავისუფალი უნივერსიტეტი – ასისტენტ-დეველოპერი და სემინარების ხელმძღვანელი;
  • Algorithmics – Python და Python Pro კურსების ლექტორი;
  • ასევე, მრავალწლიანი გამოცდილება აქვს კერძო რეპეტიტორად — ასწავლის მათემატიკას და პროგრამირებას ყველა ასაკის სტუდენტებისთვის.
  • 2023-2025 წლებში ლიზი იკავებდა პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერის პოზიციას კომპანია ემკოსში.
  • ამჟამად მუშაობს მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციაზე, სადაც უზრუნველყოფს მონაცემთა ანალიზს კომპანიის პროცესების გაუმჯობესებისთვის.
  • სასწავლო კურსს არ გააჩნია წინაპირობა.

650 ₾

400 ₾

(განვადებით თვეში 30 ლარიდან)

გჭირდება რჩევა?
ჩვენი ოპერატორი კავშირზეა