ზღაპრის შექმნის და ილუსტრაციის კურსი

კურსის მიზანი

კურსის მიზანია მოსწავლეებმა შეძლონ საკუთარი ზღაპრის შექმნა და მისი ვიზუალური გაფორმება. 

პროგრამა აერთიანებს ლიტერატურულ უნარებსა და ციფრულ ილუსტრაციას, რაც გულისხმობს:

  • ზღაპრის თეორიის შესწავლას: ზღაპრის ელემენტების, სტრუქტურის, გმირებისა და ჯადოსნური სამყაროს აგების პრინციპების გააზრებას.
  • წერითი უნარების განვითარებას: შემოქმედებითი პროცესის გავლას, იდეიდან დასრულებულ ზღაპრის ტექსტამდე, მათ შორის დიალოგებისა და ემოციების გადმოცემას.
  • ციფრული ილუსტრაციის ტექნიკების დაუფლებას: Adobe Illustrator-ის ინსტრუმენტების (Pathfinder, Clipping Mask) გამოყენებით პერსონაჟების, ფონისა და ემოციური გარემოს შექმნას.
  • პრეზენტაციის უნარების გაუმჯობესებას: საკუთარი შემოქმედების საჯაროდ წარდგენისა და არგუმენტირებული პრეზენტაციის მომზადებას.

კურსის ბოლოს სტუდენტებს ხელთ ექნებათ სრულფასოვანი, სტრუქრტურად გამართული საავტორო ზღაპარი მათივე შექმნილი ილუსტრაციებით

მერი მაღლაკელიძე

  • მერი მაღლაკელიძე არის კულტურის ფილოსოფიის მაგისტრი. ამჟამად, მისი საქმიანობა მოიცავს ბლოგების, ვიდეოს სცენარებისა და სხვადასხვა შემოქმედებითი ტექსტის წერას.
  • მერისთვის წერა მხოლოდ პროფესია არ არის, ეს არის გზა, რომლითაც წარმოსახვა ხელშესახებ სამყაროდ იქცევა. ზღაპრები ბავშვობიდან უყვარს და სჯერა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ჭეშმარიტებები სწორედ მათში ინახება.
  • ამ კურსზე მერი ბავშვებს გაუზიარებს, როგორ იბადება ერთი პატარა იდეიდან მთელი სამყარო. მისი სურვილია, თითოეულმა ბავშვმა იპოვოს საკუთარი ხმა, უფრო მეტად ირწმუნოს სიკეთის და აღმოაჩინოს, რომ ჯადოსნობა ჯერ კიდევ აქ არის, ჩვენს წარმოსახვაში, სიტყვებსა და ისტორიებში.

ლიზი ჩხარტიშვილი

  •  ლიზი ჩხარტიშვილი არის გრაფიკოს – დიზაინერი და ილუსტრატორი. ამჟამად იგი დამოუკიდებლად მუშაობს დიზაინის მიმართულებით სხვადასხვა პროექტებზე.
  • ლიზისთვის ხატვა მხოლოდ პროფესია არ არის, არამედ წარმოსახვის გაცოცხლების გზა. თავისუფალ დროს ის სიურეალისტურ პერსონაჟებს ქმნის და მუდმივად ეძებს ბამოხატვის ახალ ვიზუალურ ენას. 
  • ამ კურსზე ბავშვებს გაუზიარებს ილუსტრაციის შექმნის პროცესს, ასწავლის Adobe Illustrator-ის საფუძვლებს და დაეხმარება, საკუთარი ზღაპრების გმირები ფურცელზე გააცოცხლონ.
  • ლიზის პორტფოლიო: https://www.behance.net/lizichkhart
  • სასურველია ინგლისურის ენის საბაზისო დონეზე ცოდნა
  • სასურველია საკუთარი DJI დრონის ქონა

590 ₾

(განვადებით თვეში 30 ლარიდან)

გჭირდება დახმარება?