ზოგადი პირობები

ვებ-გვერდის https://oneacademy.ge/   (შემდგომში ,,ვებ-გვერდი“) გამოყენება და შპს „ერთი აკადემია 1-ის”  მიერ პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხები რეგულირდება წინამდებარე პერსონალური მონაცემების დაცვის პირობებით (შემდგომში ,,პერსონალური მონცემების დაცვის პირობები’’).

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე პერსონალური მონაცემების დაცვის პირობებს. აღნიშნული პირობების შესაბამისად, თქვენ მიერ წესებისა და პირობების შესაბამისადსასწავლო კურსის/მასტერკლასის რეგისტრაციისას მომხმარებელი თანახმაა, ადასტურებს და სრულად ეთანხმება, რომ კომპანია გამოიყენებს აღნიშნულ ინფორმაციას მის მიერ სხვადასხვა სარეკლამო, მარკეტინგულ ან/და სხვა მასთან დაკავშირებულ აქტივობებში, რათა კომპანიამ გაუგზავნო ან/და სხვა ფორმით მიაწოდოს ინფორმაცია კომპანიის მომსახურების შესახებ. 

ამ პირობებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

  1. ,,კომპანია/ერთი აკადემია/One Academy“ –  შპს „ერთი აკადემია 1”.
  2. ,,მომხმარებელი“ –  ნებისმიერ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს, ორგანიზაციულ წარმონაქმნს, რომელიც იყენებს ან/და მომავალში გამოიყენებს ვებ-გვერდს, კომპანიის წესებისა და პირობების შესაბამისად, ან/და სარგებლობს კომპანიის მომსახურებით.
  3. ,,მომსახურება“ –  კომპანია აწვდის სხვადასხვა სახის მომსახურებას, მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ ანაზღაურებად და არაანაზღაურებად სასწავლო მომსახურებით. აღნიშნული მომსახურების ფარგლებში კომპანია უზრუნველყოფს:

(ა) არაანაზღაურებელი მომსახურებისთვის შექმნილი ვიდეო, ტექსტური და ვიზუალური მასალის ვებ-გვერდზე განთავსებას;

(ბ) ანაზღაურებადი სასწავლო მომსახურების ფარგლებში მომხმარებლისთვის შესაბამისი ვიდეო, ტექსტური და ვიზუალური მასალის გაზიარებას ელექტრონული ფოსტის ან/და სხვა ონლაინ პლატფორმის საშუალებით;

(გ) ვებ-გვერდზე ნებისმიერი შინაარსის ვიზუალური, ტექსტური და ვიდეომასალის განთავსებას, რაც შეიძლება მოიცავდეს გრაფიკულ ნამუშევრებს, დიზაინს, ფოტომასალას, ბლოგ-პოსტებსა და ანიმაციებს (შემდგომში – „ვებ-გვერდზე განთავსებული მასალები“).

  1. მხოლობით ფორმაში გამოყენებული ტერმინები მოიცავს მრავლობითსაც და პირიქით.
  2. მხარე/მხარეები- მხარედ/მხარეებად მოიხსენიება მომხმარებელი და კომპანია.
  3. „პერსონალური მონაცემები“ – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით, როგორც ეს განსაზღვრულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტით.
  4. „მონაცემთა დამუშავება” – მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, მათი ფოტოგადაღება, ვიდეომონიტორინგი ან/და აუდიომონიტორინგი, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, აგრეთვე მონაცემთა გამჟღავნება მათი გადაცემით, გასაჯაროებით, გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით, როგორც ეს განსაზღვრულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ“ პუნქტით.
  5. “მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა” − თანხმობა, რომელსაც მონაცემთა სუბიექტმა ხელი მოაწერა ან რომელიც მან სხვაგვარად გამოხატა წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად) მის შესახებ მონაცემთა კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ,  როგორც ეს განსაზღვრულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ნ“ პუნქტით.
  6. „მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი“ – პირი, რომელიც განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზანსა და საშუალებებს, როგორც ეს განსაზღვრულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ო“ პუნქტით.
  7. „დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი” – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, რომელიც მონაცემებს ამუშავებს დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის ან მისი სახელით, როგორც ეს განსაზღვრულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ჟ“ პუნქტით.
  8. „მონაცემთა სუბიექტი“ – ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაციულ წარმონაქმნი, რომელიც იყენებს ან/და მომავალში გამოიყენებს ვებ-გვერდს, კომპანიის წესებისა და პირობების შესაბამისად, ან/და სარგებლობს კომპანიის მომსახურებით.
  9. „მონაცემთა დამუშავება“ – გულისხმობს ნებისმიერ მოქმედებას, რომლის შედეგადაც ხდება პერსონალური მონაცემების გამოყენება, მათ შორის, მათ შეგროვებას, მოპოვებას, მათზე წვდომას, ორგანიზებას, დაჯგუფებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას, გამოთხოვას, გამოყენებას, დაბლოკვას, წაშლას, ან განადგურებას. დამუშავება აგრეთვე მოიცავს პერსონალური მონაცემების მესამე პირებისათვის გადაცემას, როგორც ეს განსაზღვრულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ“ პუნქტით.
  10. „მონაცემთა გადაცემა“ – ნიშნავს მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ პერსონალური მონაცემების ნებისმიერ ფორმით გაზიარებას მესამე პირისათვის და, ასევე, მოიცავს პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ ქვეკონტრაქტის დადებას და მესამე მხარისთვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომის მინიჭებას.

აღნიშნული შეთანხმდებით განსაზღვრულია, თუ რა საფუძვლით და მიზნით მოიპოვებს შპს ერთი აკადემია 1” (შემდგომში “ერთი აკადემია”) და ამუშავებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს და რა საშუალებებით იცავს მათ. 

  1. პერსონალური მონაცემების შეგროვება
  2. “ერთი აკადემია” მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს იღებს შემდგომში წყოროებიდან:
    1. მომხმარებლის მიერ “ერთი აკადემიის” ვებ გვერდის მეშვეობით სასწავლო კურსზე რეგისტრაციით.
    2. მომხმარებლის მიერ “ერთი აკადემიის” ვებ გვერდის დახმარებით მასტერკლასზე რეგისტრაციით.
    3. მომხმარებლის მიერ სოციალური ქსელით მიწოდებული პერსონალური ინფორმაცია.
    4. საჯარო წყოროდან მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის მოპოვება
    5. მომხმარებელსა და “ერთი აკადემიის” შორის კომუნიკაციის შედეგას
    6. სასწავლო კურსისა და მასტერკლასის დროს მიმდინარე აუდიო-ვიდეო გადაღებით.
  1. მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია
    1. მომხმარებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს: სახელი, გვარი, მისამართი, ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი,  სასწავლო კურსზე/მასტერკლასზე რეგისტრაციის ფაქტი.
    2. მომხმარებლის საკონტაქტო ინფორმაციას: მისამართი, ელექტორნული ფოსტა და ტელეფონის ნომერი. 
    3. მომხმარებელსა და ერთი აკადემიის შორის შემდგარი კომუნიკაციის შედეგად მიღებულ მონაცემებს.
    4. საჯარო წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას
    5. აუდიო – ვიდეო ჩანაწერებს, რომელიც შეიქმანა სასწავლო კურსებისა და მასტერკლასების ფარგლებში. 
  1. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი
    1. “ერთი აკადემია” ამუშავებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ კანონიერი მიზნებისთვის, უკვე არსებული მომსახურების გაუმჯობესებისა და შემდგომში მომსახურების ეფექტურად განხორციელების მიზნებისათვის, შესაბამისი მოცულობითა და პროპორციით. კომპანიის  მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა მიზნით, მათ შორის:
      1. კომპანიის მიერ მომსახურების გასაწევად (მათ შორის, სასწავლო მომსახურების გასაწევად და სხვ. განსახორციელებლად);
      2. კომპანიის მიერ მომხმარებლისათვის სასწავლო კურსებთან და მასტერკლასებთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაწოდებლად;
      3. კომპანიის მომსახურების (პირობების ცვლილების, ახალი ან/და დამატებითი მომსახურების) შეთავაზებისა და გაუმჯობესებისათვის, რაც, მათ შორის, გულისხმობს მომხმარებლის მიერ სასწავლო მომსახურებისათვის განხორციელებული ტრანზაქციული ისტორიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სტატისტიკური მონაცემების, მომხმარებლის ქცევის და სხვა. ანალიზს)
      4. კომპანიის მომხმარებლისთვის შესაბამისი კორესპონდენციის ან/და შეტყობინების გაგზავნის/ჩაბარების მიზნით; 
      5. კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით მარეგულირებლის ან სხვა საზედამხედველო ორგანოსათვის მონაცემების ხელმისაწვდომობისთვის; 
      6. კომპანიის ან სხვა პირების უსაფრთხოებისა და საკუთრების დასაცავად. 
      7. კომპანიის ლეგიტიმური ინტერესის ან/და სამართლებრივი უფლებების დასაცავად. 
  1. პერსონალური მონაცემების გამოყენება

კომპანიამ შესაძლოა გამოიყენოს თქვენი სახელი კომპანიის ყველა და ნებისმიერი მომსახურებისთვის, რომლებსაც კომპანია სთავაზობს მომხმარებლებს.

  1. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძვლები
  1. პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები:
    1. კომპანიის მიერ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
    2. მონაცემთა დამუშავება დასაშვებია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“ და „კ“ ქვეპუნქტების საფუძველზე:

„ა“ ქვეპუნქტი – მონაცემთა სუბიექტმა (მომხმარებელმა) განაცხადა თანხმობა მის შესახებ მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე;

„ბ“ ქვეპუნქტი – მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მომხმარებელთან დადებული ხელშეკრულების შესრულებისთვის ან მომხმარებლის მოთხოვნით გარიგების დასადებად;

„ე“ ქვეპუნქტი – მონაცემი საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა იგი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა;

„კ“ ქვეპუნქტი – მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად).

  1.  არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავება
  1. არასრულწლოვანის შესახებ მონაცემთა დამუშავება რეგულირდება საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით, რომლის მიხედვითაც:
  2. 16 წლიდან ზემოთ – არასრულწლოვანმა დამოუკიდებლად შეიძლება გასცეს თანხმობა მის შესახებ მონაცემთა დამუშავებაზე;
  3. 16 წლამდე – მონაცემთა დამუშავება დასაშვებია მხოლოდ მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
  4.  მონაცემთა დამუშავება შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუ კანონით მოთხოვნილია 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანის და მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.
  5. ბიომეტრიული და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება
    • კომპანიის მიერ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დამუშავება შესაძლებელია მხოლოდ მომხმარებლის წერილობითი თანხმობით.
    • ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია: კომპანიის საქმიანობის განხორციელებისთვის პირადი უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის მიზნით; მომსახურების გაწევა შეუძლებელია აღნიშნული მონაცემების დამუშავების გარეშე.
  1. .მონაცემთა გადაცემა და დაცვის გარანტიები
    •  მონაცემთა გადაცემისას კომპანია მოქმედებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
    • კომპანიის მიერ პერსონალური მონაცემების გადაცემამდე, მონაცემთა დაცვის პასუხისმგებელი პირი დარწმუნდება, რომ: ინფორმაციის მიმღები უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვის შესაბამის და ადეკვატურ გარანტიებს; მონაცემთა გადაცემა არ არღვევს მომხმარებლის უფლებებს და კონფიდენციალურობას.
  1. კომპანიის მიერ მონაცემთა დამუშავება და შენახვა ხდება უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დაცვით, რათა უზრუნველყოს მონაცემების კონფიდენციალურობა, მთლიანობა და ხელმისაწვდომობა.
  2. მონაცემთა დამუშავება პირდაპირი მარკეტინგის მიზნით
    1. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება შესაძლებელია მხოლოდ მომხმარებლის თანხმობით.
    2. მომხმარებელს აქვს უფლება, უარი თქვას მის შესახებ მონაცემთა დამუშავებაზე პირდაპირი მარკეტინგის მიზნით და მოითხოვოს კომპანიისგან შესაბამისი შეზღუდვა.
  1. მონაცემთა დამუშავების წესები და მათი შეცვლა
    1.  კომპანია იტოვებს უფლებას, შეიტანოს ცვლილებები პერსონალური მონაცემების დამუშავების წესებში.
    2.  მომხმარებლებს ეცნობებათ წესების ცვლილებების შესახებ რეგისტრირებულ ელექტრონულ ფოსტაზე, ხოლო ცვლილებები ძალაში შევა 30 კალენდარული დღის შემდეგ, თუ სხვა რამ არ არის მითითებული.
    3. საქართველოს კანონის მიხედვით, მონაცემთა დამუშავებისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი პრინციპები:
      1. მონაცემები უნდა დამუშავდეს კანონიერად, სამართლიანად და გამჭვირვალედ;
      2. მონაცემები უნდა შეგროვდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიო და ლეგიტიმური მიზნებისთვის;
      3. მონაცემთა დამუშავება უნდა იყოს მიზანთან პროპორციული და არაუმეტეს აუცილებელი მოცულობის;
      4. მონაცემები უნდა იყოს ზუსტი და საჭიროების შემთხვევაში განახლებული;
      5. მონაცემები უნდა შენახულ იქნას მხოლოდ აუცილებელი ვადით;
      6. მონაცემთა უსაფრთხოების დაცვისთვის უნდა იქნას მიღებული სათანადო ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები.
      7. თუ მონაცემები უნდა დამუშავდეს მათი შეგროვების/მოპოვების მიზნისგან განსხვავებული მიზნით, დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა უნდა გაითვალისწინოს:
        • მონაცემთა თავდაპირველ და შემდგომ მიზანს შორის კავშირი;
        • მონაცემთა სუბიექტის შესაძლო მოლოდინები;
        • განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება;
        • მონაცემთა სუბიექტისთვის შესაძლო შედეგები;
        • უსაფრთხოების სათანადო ზომების არსებობა.
        • მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლის დასაბუთება ეკისრება დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს.
        • ვიდეომონიტორინგის განხორციელება
        • ვიდეომონიტორინგის განხორციელება დასაშვებია დანაშაულის თავიდან აცილების, მისი გამოვლენის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, არასრულწლოვანის დაცვის, საიდუმლო ინფორმაციის დაცვის, გამოცდის/ტესტირების მიზნებისთვის, ან სხვა ლეგიტიმური ინტერესების დაცვის მიზნით, თუ ვიდეომონიტორინგის განხორციელება მონაცემთა დამუშავების მიზნის ადეკვატური და პროპორციული საშუალებაა.
        • ვიდეომონიტორინგის განსახორციელებლად დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა უნდა განსაზღვროს ვიდეომონიტორინგის მიზანი, მოცულობა, ხანგრძლივობა, ვიდეოჩანაწერის შენახვის ვადა და მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის მექანიზმები.
        • ვიდეოჩანაწერები დაცული უნდა იყოს არამართლზომიერი წვდომისგან. უნდა აღირიცხოს ყველა წვდომის შემთხვევა, ჩაწერის დრო და წვდომის განმახორციელებელი პირის იდენტიფიკაცია.
        • ვიდეომონიტორინგის შესახებ უნდა განთავსდეს გამაფრთხილებელი ნიშანი შესაბამისი წარწერით, გამოსახულებით და პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო მონაცემებით.
        • აუდიომონიტორინგის დროს მონაცემთა სუბიექტის თანხმობის არსებობა.
        • დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა წინასწარ უნდა განსაზღვროს აუდიომონიტორინგის მიზანი, მოცულობა, ხანგრძლივობა და მონაცემთა დაცვის მექანიზმები.
        • მონაცემთა სუბიექტი წინასწარ უნდა იყოს ინფორმირებული აუდიომონიტორინგის შესახებ და განემარტოს მისი უარის თქმის უფლება.
        • აუდიომონიტორინგის გამაფრთხილებელი ნიშანი უნდა შეიცავდეს შესაბამის წარწერას, გამოსახულებას და პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო მონაცემებს.
  1. პერსონალური მონაცემების მესამე პირებისთვის გაზიარება

კანონმდებლობით ან/და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, მათ შორის, თაღლითობის, უსაფრთხოების, ან/და ტექნიკური პრობლემების გამოვლენის, ან/და სხვაგვარი პრევენციის მიზნებისათვის, მომსახურებლის მონაცემები შესაძლოა  “ერთმა აკადემიამ” გაუზიაროს:

  1. პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული მომხმარებლის უფლებები
    1. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად მომხმარებელს აქვს უფლება:
      1. მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული მონაცემების თაობაზე: რა სახის მონაცემები მუშავდება, რა მიზნითა და სამართლებრივი საფუძვლით მუშავდება აღნიშნული ინფორმაცია,  აგრეთვე ინფორმაცია მონაცემთა შეგროვების წყაროსა და მონაცემთა გადაცემის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ;
      2. გაეცნოს მომხარებლის შესახებ კომპანიის მიერ დაცულ და შენახულ მონაცემებს და მიიღოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების ან/და ჩანაწერების ასლები საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული წესით;
      3. მოითხოვოს მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება; 
      4. მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, იმ შემთხვევაში, თუ:
        • უარს განაცხადებს იმ თანხმობაზე, რომელიც წარმოადგენს მონაცემთა დამუშავების ერთადერთ საფუძველს; 
        • მონაცემების დამუშავება აღარ არის საჭირო იმ მიზნისთვის, რომლისთვისაც მოხდა მათი დამუშავება; 
        • მონაცემთა დამუშავება ხდება უკანონოდ;
        • სადავოა მონაცემთა ნამდვილობა ან სიზუსტე;
        • ნებისმიერ დროს გაითხოვოს ან/და უარი თქვას მონაცემთა დამუშავების თაობაზე მომხმარებლის მიერ გაცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს ამგვარი თანხმობის საფუძველზე უკვე არსებული და დამუშავებული მონაცემების წაშლა. ამგვარი მოთხოვნის მიღების შემდგომ, კომპანია დაუყოვნებლივ შეწყვეტს მონაცემთა დამუშავებას და უზრუნველყოფს უკვე დამუშავებული მონაცემების წაშლას, აგრეთვე, იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.  
  1. პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების დაცვა
    1. მომხმარებლის შესახებ დამუშავებული მონაცემების შენახვას უზრუნველვყოფთ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ,,ერთი აკადემია” უზრუნველვყოფთ ფიზიკურ, ტექნიკურ და ორგანიზაციულ გარანტიებს მოხმარებლის მონაცემების დასაცავად. ,,ერთი აკადემია” იცავს ჩვენი ელექტრონული მოწყობილობების, ფაილების, შენობის უსაფრთხოებას. აღნიშნული მიზნებისათვის, კომპანია უზრუნველყოფს ყველა საჭირო ღონისძიებას, მათ შორის, კომპანია ატარებს ფიზიკურ, ელექტრონულ და პროცედურულ კონტროლის მექანიზმებს, რათა კანონის სრული დაცვით მოხდეს მომხმარებლის მონაცემების დაცვა არაავტორიზებული წვდომის, გამოყენების, გადაცემისგან, დაკარგვის, ან/და განადგურებისგან.
    2. კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის აუდიო-ვიდეო ჩანაწერის გაზიარების შემთხვევაში მომხმარებელი თავის მხრივ, იღებს ვალდებულებას, მისთვის გადაცემული კონკრეტული უფლებამოსილება გამოიყენოს კეთილსინდისიერად, მისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში, მიღებული ინფორმაცია/ვიდეო ჩანაწერი, შეინახოს კონფიდენციალურად და არ  გაუმჟღავნოს ის  ნებისმიერ მესამე პირს მომხმარებლის ნებართვის გარეშე.
    3. აღნიშნული ინფორმაციის დაცვის მიზნით, როგორც მომხმარებელი, ასევე კომპანია, მიიღებს ნებისმიერ და ყველა ზომას, რომ გაუფრთხილდეს ინფორმაციას ისე როგორც საკუთარს. 
    4. მომხმარებელი და კომპანია იღებს ვალდებულებას და იძლევა გარანტიას, რომ ამ წესით განსაზღვრული ნებისმიერი ვალდებულების ყოველი დარღვევისათვის გადაიხდის ჯარიმას და აანაზღაურებს დამდგარ პირდაპირ და ირიბ ზიანს სრულად. 
  1. პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადა
  1.  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების შესაბამისად – მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში და მომსახურების დასრულების შემდეგ, ამ დებულებაში განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნის შესაბამისად, არაუმეტეს 5  (ხუთი) წლის განმავლობაში; 
  2. ან/და სხვა ვადით, რაც აუცილებელია დამუშავების კონკრეტული მიზნის მისაღწევად, დადგენილია მომსახურების გაწევის ფარგლებში ან/და ხელშეკრულებაში. 
  3. მომხმარებლის მიერ კომპანიასთან დაკავშირების შემთხვევაში, კომპანია ინახავს მომხმარებლის ან/და მომხმარებელთან კომუნიკაციის ჩანაწერს, შემდგომში ნებისმიერი სახის პრობლემის გადაჭრისა და მოგვარების მიზნით. აღნიშნული ჩანაწერები კომპანიის მიერ გროვდება და ინახება ამ დებულებაში განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნის შესაბამისად, არაუმეტეს 5  (ხუთი)  წლის განმავლობაში.
  1. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ თანხმობა

მომხმარებელი, ვებ-გვერდზე ვიზიტით, მასზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენებით ან ავტორიზაციით, ადასტურებს წინამდებარე წესებსა და პირობებს. ამასთან, იგი ეთანხმება პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივ საფუძვლებსა და მიზნებს. მომხმარებელი ასევე ადასტურებს, რომ აცნობიერებს და თანხმობას აცხადებს ნებისმიერ ცვლილებასა და დამატებაზე, რომლებიც კომპანია უფლებამოსილია ცალმხრივად შეიტანოს.

  1. მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა
    1. მომხმარებელს უფლება გაქვთ, ნებისმიერ დროს გაითხოვოს ან/და უარი თქვას თქვენს მონაცემთა დამუშავების თაობაზე მომხმარებლის მიერ გაცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მის საფუძველზე დამუშავებული მონაცემების წაშლა.
    2. აღნიშნული მოთხოვნა შეგიძლიათ მოგვაწოდოთ შემდეგი საკომუნიკაციო არხების მეშვეობით: 

ელ.ფოსტა info@oneacademy.ge 

სოციალური ქსელი https://www.facebook.com/one.1academy 

  1. მომხმარებლის მიერ ამგვარი მოთხოვნის წარდგენის შემდგომ, კომპანია ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავება და წაშალოს უკვე დამუშავებული მონაცემები, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
  2. მომხმარებლის მოთხოვნა განიხილება და პასუხი ეცნობება 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
  3. საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: +(+995) 599 11 11 39 ელ. ფოსტის მისამართი: info@oneacademy.ge ვებ გვერდის მისამართი: https://oneacademy.ge/ 
  1. დავები და მარეგულირებელი სამართალი
  1. წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, რომელიც წარმოადგენს მხარეთა შორის გამოყენებად ერთადერთ სამართლებრივ ჩარჩოს. მომსახურების პირობებთან დაკავშირებული ყველა საკითხი, პრეტენზია და მოთხოვნა განიმარტება და წყდება საქართველოს მოქმედი სამართლის შესაბამისად.
  2. მხარეები შეთანხმდებიან, რომ ყველა შესაძლო დავისა და მოთხოვნის განხილვა ექვემდებარება მხოლოდ საქართველოს სასამართლოების ექსკლუზიურ იურისდიქციას, და საქართველოს სამართალი წარმოადგენს ერთადერთ გამოსაყენებელ სამართალს წინამდებარე წესებიდან და პირობებიდან წარმოშობილი საკითხების განხილვისას.
  3. თუ რომელიმე მუხლი ან პუნქტი საქართველოს სასამართლოს მიერ არალეგიტიმურად ან გამოუსადეგრად ჩაითვლება, ეს არ იმოქმედებს დანარჩენი პირობების ძალასა და შესრულებაზე.

იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე პერსონალური მონაცემების დაცვის პირობებთან დაკავშირებით გაქვთ კითხვები, პრეტენზიები, ან/და რეკომენდაციები, გთხოვთ, მოგვმართოთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@oneacademy.ge 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მომხმარებლის უსაფრთხოება და პერსონალურ მონაცემთა დაცვა.