15 ნოემბერს გაიმართება ლევან ბერძენიშვილის ლექცია, რომელიც ნიკოს კაზანძაკისის ცნობილ რომანს, „ალექსის ზორბასის ცხოვრებას“, დაეთმობა.
რატომ ცეკვავს ზორბა მაშინაც კი, როცა ცხოვრება ყველაზე მძიმე განსაცდელის წინაშე აყენებს? რას ნიშნავს იყო თავისუფალი და როგორ შეინარჩუნო სიცოცხლის სიყვარული ტრაგედიის მიუხედავად?
ლევან ბერძენიშვილთან ერთად ვისაუბრებთ კაზანძაკისის სიცოცხლის ფილოსოფიაზე, თავისუფლებასა და ადამიანზე, რომლისთვისაც ცეკვა სამყაროსთან ურთიერთობის განსაკუთრებული ენაა.