თუ გინდა, რომ ChatGPT-სგან ზუსტად ის პასუხი მიიღო, რაც გჭირდება — ეს 5 რჩევა დაგეხმარება საჭირო კითხვების დასმასა და რელევანტური პასუხების მიღებაში:
- იყავი კონკრეტული – როცა კითხვას სვამ, შეეცადე, თავიდანვე დააზუსტო, რას ეძებ. მაგალითად, „მირჩიე ფილმი“ ბევრად ბუნდოვანია, ვიდრე „მირჩიე თრილერი, რომელიც ჰგავს ‘Gone Girl’-ს“.
- მიაწოდე კონტექსტი – რაც მეტი დეტალი აქვს ChatGPT-ს, მით უკეთ გეხმარება. თუ წერ პროექტზე, უთხარი თემა, მიზანი და დაუზუსტე აუდიტორია — მაგალითად: „ვწერ ტექსტს რეგიონებისთვის, სადაც სუსტი ინტერნეტია“.
- დაუსვი კითხვები – არა მხოლოდ „რა?“, არამედ „რატომ?“ თუ სიღრმისეული პასუხი გინდა, არგუმენტირებული კითხვა დასვი. მაგ.: „რა განსხვავებაა UX-სა და UI-ს შორის და რატომ არის ეს განსხვავება მნიშვნელოვანი დიზაინის შექმნის პროცესში?“გამოიყენე მაგალითები, ან მინიშნება.
- ხელოვურ ინტელექტს ინტუიციურადაც შეუძლია მიხვდეს – რას სთხოვ, მაგრამ მაგალითებითა და კონტექსტით პროცესი ბევრად უფრო მარტივად და ნაყოფიერად წარიმართება. მაგალითად, მიწერე ასე: „მინდა ტექსტი ჟღერდეს ისე, როგორც Duolingo-ს push-შეტყობინებები“ — და პასუხიც შესაბამისი იქნება.
- არ შეგეშინდეს უშუალო ტონის – შეიძლება უბრალოდ მიწერო: „რა ჯანდაბა მოვუხერხო ამ ტექსტს?“ — ChatGPT არ გაგკიცხავს, პირიქით, კონტექსტს შეიგრძნობს და დაგეხმარება, როგორც მეგობარი.